სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა ქართულ–ფინურ საერთაშორისო პროექტს უმასპინძლა
მის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილი და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ადგილობრივ სტუდენტებს შეხვდნენ. მათ ერთმანეთს საკუთარი კულტურა გააცნეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს. პროექტს, სახელწოდებით: ,,მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის, უკეთესი მომავლისათვის გავეცნოთ, ვენდოთ ერთმანეთს" სკოლა–აკადემია ,,ევრიკა" ახორციელებს. როგორც მისი წარმომადგენლები განმარტავენ, მათი მიზანი კონფლიქტების გადასაჭრელად ადაპტირებული პროგრამებით, 21–ე საუკუნის საქართველოსთან გაუცხოებული აფხაზი და ოსი მოზარდების ქართულ სახელმწიფოსთან, კულტურასთან, ისტორიასთან და ქართველ თანატოლებთან გაშინაურებას ისახავს. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. მის ფარგლებში აფხაზმა, ოსმა და ქვეყნის არაერთი რეგიონიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა ახალციხის განახლებული ციხე და სამცხე–ჯავახეთის რამდენიმე ისტორიული ძეგლი მმოინახულეს. 
| : 0.0/0