სამცხე–ჯავახეთს სასწრაფო დახმარების 10 მანქანა გადაეცა
სამცხე–ჯავახეთს სასწრაფო დახმარების 10 მანქანა გადაეცა. ცერემონია სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლები, რეგიონისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პირველი პირები დაესწრნენ. 9 მაღალი და 1 საშუალო გამავლობის მანქანა, რეგიონში გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით განაწილდა. აქედან 4 ავტომობილი ბორჯომმა, ორი ახალციხემ, ორი ადიგენმა და თითო–თითო ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებმა მიიღეს. სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება 29 ოქტომბრიდან დაიწყო. ამ დროისათვის, რეგიონებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამედიცინო წესით აღჭუირვილი 104 ახალი მანქანა განაწილდა.
| : 0.0/0