სამცხე-ჯავახეთში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს თაფლი
სამცხე-ჯავახეთში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი რამდენიმე ათასწლეულის წინანდელი თაფლი სახელდება. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ბორჯომში 5 500 წლის წინ მეფუტკრეობა საკმაოდ განვითარებული იყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული კოდიანის მთის ძირში თაფლი 2003 წელს ბრითიშ პეტროლიუმის მილსადენის გაყვანისას, გათხრების დროს აღმოაჩინეს. რამდენიმე წლიანი ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში აღმოჩენილი თაფლი მესამე ათასწლეულით თარიღდება და ტუტანჰამონის თაფლზე 12 საუკუნით უფრო ძველია. არქეოლოგიური ექსპედიციის დროს კერამიკულ ჭურჭელში მოთავსებულ თაფლთან ერთად სხვა ნივთებიც იპოვეს. დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ტუტანჰამონის სამარხში ნაპოვნი თაფლი იყო, მაგრამ ეს ვერსია ქართველ მეცნიერთა ჯგუფმა და ახალმა აღმოჩენამ შეცვალა. თაფლი, რომელიც 2003 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს სამცხე-ჯავახეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არქეოლოგიურ ფონდში ინახება.
| : 0.0/0