სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი ახალციხეს ესტუმრა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი ახალციხეს ესტუმრა, სადაც სამცხე–ჯავახეთის ახალი პრობაციის ბიურო ოფიციალურად გახსნა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კაბინეტები დაათვალიერა. მინისტრი პრობაციონერებსაც შეხვდა და ქართული ენის შემსწავლელ კურსს დაესწრო. „ახალი დანადგარები და თანამედროვე აღჭურვილობა, რესოციალიზაციისაკენ მიმართული ნაბიჯია, იმისათვის, რომ მეტი კონტაქტი ჰქონდეთ ადამიანებს საკუთარი ოჯახის წვრებთან"–განაცხადა სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში. ახლად გახსნილი პრობაციის ბიურო მოწყობილია სარეგისტრაციო და ინდივიდუალური გასაუბრების ოთახებით, თანამშრომელთა და ფსიქოლოგთა კაბინებით. შენობაში შესაძლებელია ვიდეოპაემნების გამართვა, რომლის საშუალებითაც, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს, ოჯახის წევრებთან ვიზუალური და ხმოვანი კონტაქტი ექნებათ. პრობაციის ბიურო სამცხე–ჯავახეთში დაახლოებით ათი წელია ფუნქციონირებს. ბიუროში ამ დროისათვის 500–მდე პრობაციონერი იხდის პირობით მსჯავრს. თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ოფისი, ახალციხის ჩათვლით საქართველოს 7 ქალაქში გაიხსნა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მიერ წლის ბოლომდე, კიდევ ორი ოფისის გახსნა იგეგმება.
| : 0.0/0