სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების საააგენტოს წარმომადგენლები ახალციხეში
მორიგი შეხვედრა დღეს ახალციხეში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წევრებთან გამართა. სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა კოოპერატივების შექმნის ტექნიკურ საკითხებსა და მის პრინციპებზე ისაუბრეს. სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ– მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკასა და ამ მიმართულებით სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების პრიორიტეტულობაზე, დღეს ახალციხეში ისაუბრა. გიორგი მიშელაძემ ყურადღება, კოოპერატივების შექმნის ტექნიკურ საკითხებზე და სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ შეღავათებზეც გაამახვილა. „კოოპერატივები ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს –დემოკრატიას და ნებაყოფლობას. ეს არის ევროპაში აპრობირებული წესის, საქართველოში დანერგვა, როელიც ხელს აგრარული სექტორის განვითარებას შეუწყობს"–განაცხადა მედიასთან საუბრისას სასაოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ.

| : 0.0/0