შეხვედრა არასომხურენოვან სომეხ შემოქმედებთან

„არასომხურენოვანი, მაგრამ არა უცხოური სომეხი შემოქმედები", - ასე ეწოდება საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში 16 თებერვალს გამართულ ლიტერატურულ საღამოს, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ" კავშირი, "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის მხარდაჭერით.

საღამო გახსნა საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ" კავშირის თავმჯდომარემ გევორგ სნხჩიანმა, რომელმაც წარადგინა მარინა კირაკოსიან-მოსესოვა, მიქაელ ანანოვი, არტემ გრიგორენცი (კირაკოზოვი) და გარი ღალამქაროვი, შემოქმედები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არიან სომხურენოვანები, მაგრამ სულით არიან სომეხი, სომხურია მათი მენტალიტეტი, ხოლო ნაწარმოებათა წყარო, თემა და იდეა - ეროვნული.

"კამურჯ" ლიტერატურულ-კულტურული საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პოეტ-მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა დეტალურად ისაუბრა არასომხურენოვან შემოქმედთა შესახებ, მათი კალმის უნიკალურობასა და მათ მიერ თბილისური კოლორიტის განუმეორებელ გადმოცემაზე. ანაჰიტ ბოსტანჯიანმა ხაზი გაუსვა მათ მთარგმნელობით მოღვაწეობას, განსაკუთრებით არა ათიანის მიერ მარინა კირაკოსიან-მოსესოვას ლექსების მშვენიერი თარგმანის სომხურ გამოცემას. მან აგრეთვე წაიკითხა ამ შემოქმედთა ნაწარმოებებიდან მისი შესრულებული თარგმანები.

შემდეგ აღნიშნულმა მხატვრებმა წაიკითხეს საკუთარი ნაწარმოებები.

განსაკუთრებული სითბოთი მიიღეს მიხაილ ანანოვის „მაშტოცის ქვეყანაში" ლექსის წაკითხვა მისი 7 წლის ქალიშვილის - ანას მიერ.  

საღამოს მსვლელობისას პოეტთა ნაწარმოებების ნიმუშები წაიკითხეს წმინდა ეღია წინასწარმეტყველის სახელობის საკვირაო სკოლის (მასწავლებელი როზა ზოჰრაბიანი) აღსაზრდელებმა და 104-ე სკოლის მოსწავლეებმა.

დასასრულს საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ" კავშირის თავმჯდომარემ გევორგ სნხჩიანმა ქართულად შემოქმედ გარი ღალამქაროვს გადასცა "ვერნატუნ" კავშირის წევრობის ბილეთი.

საღამოს ამშვენებდნენ კარენ მირზოიანის, ანა პოღოსოვას და რუბენ ვოსკანიანის ლამაზი შესრულებები.
| : 0.0/0