შემოსავლების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის მონიტორინგის სამმართველოს ახალი უფროსი ყავს
 თბილისელმა კახაბერ შარეიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე დავით მერაბიშვილი ჩაანაცვლა. მან თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა საერთაშორისო ეკონომიური ურთიერთობების სპეციალობით, წლების მანძილზე საბაჟო დეპარტამენტში, ტვირთების ზედამხედველობის სამმართველოს, მთავარ ინსპექტორად მუშაობდა. 2004 წლიდან 2012 წლამდე კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. ახალმა ხელმძღვანელმა პირველი სამუშაო დღე თანამშრომლების გაცნობით დაიწყო და სამსახურში არსებულ სიტუაციას გაეცნო. როგორც კახაბერ შარეიძე განმარტავს სამომავლოდ სტრუქტურაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.
| : 0.0/0