სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ჭელის მოვლენებით დაინტერესდნენ
კავკასიელი ჟურნალისტები ადიგენის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდნენ და ექსპედიციით საქართველოს ესტუმრნენ. კორესპოდენტებმა სოფელი ჭელა მოინახულეს და მუსლიმანურ მოსახლეობას გაესაუბრნენ. მართმადიდებლურ მხარესთან შეხვედრა კი დემოკრატ მესხთა კავშირში შედგა. შეხვედრას დაძაბული უწოდეს ჟურნალისტებმა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან და აღნიშნეს, რომ მართმადიდებლური მხარის არგუმენტები მათთვის არცისე დამაჯერებელია. კავკასიის სხავდასხვა რეგიონიდან ჩამოსული ჟურნალისტების შეკითხვებს როგორც სოფელ ჭელის მართმადიდებლური მოსახლეობა ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც პასუხობდნენ. მათ სტუმრებს თავიანთი მოსაზრებები გააცნეს და აღნიშნეს, რომ ჭელაში განვითარებული მოვლენებს ქართული მხარე თავად დაარეგულირებს. შეხვედრას ორგანიზება მედია ორგანიზაცია „გოუ ჯგუფმა" გაუწია, რომელიც მსგავს ჟურნალისტურ ექსპედიციებს, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთაც მუდმივად ატარებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მაკა ცნობილაძის განმარტებით ჟურნალისტებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიოდან საშუალება ჰქონდათ საკითხი ძირფესვიანად შეესწავლათ.
| : 0.0/0