სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის საქართველოს კომიტეტის მორიგი სხდომა
2015 წლის 2 მარტს, თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის ღონისძიებების საკოორდინაციო კომიტეტის რეგიონალური, საქართველოს კომიტეტის მორიგი სხდომა, გაფართოებული შემადგენლობით.

სხდომის მუშაობას მისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იური ვარდანიანმა.

გაფართოებული სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ კომიტეტის სახელით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - იური ვარდანიანს, და საელჩოს მთელ პერსონალს მიულოცა დიპლომატის დღე.

კომიტეტმა განიხილა აპრილის ღონისძიებები დედა სამშობლოსა და საქართველოში, მომავალი ნაბიჯები, 23 და 24 აპრილს თბილისსა და სომხებით დასახლებულ რაიონებში დაგეგმილი ღონისძიებების საჭირო აქსესუარებით უზრუნველყოფის საკითხი.

კომიტეტის თავმჯდომარემ მკაფიო გრაფიკით წარმოადგინა საქართველოში, ქრისტიანული კონფესიების ეკლესიებში ეკუმენური ლოცვის და ხსოვნის საღამოების ჩატარება, ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონებში მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარების კურთხევა.

ჩასატარებელ ღონისძიებებათა რიგს მიეკუთვნა ასევე პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის დადგმული ხსოვნის საღამო, ადგილებზე გენოციდისადმი მიძღვნილი ფილმების ჩვენაბა, დიდი გენოციდის მსხვერპლი ინტელინგენციის ხსოვნისადმი სანთლების დანთება, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გაზეთ „ვრასტანის“ სპეციალური ნომრის სომხურ და ქართლ ენებზე გამოცემა. გაიჟღერა თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში 100 ნერგის დარგვის ინიციატივამ.

საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის ზოგადსომხური ღონისძიებების ძირითად იდეოლოგიას უნდა წარმოადგენდეს:

ა. მეხსიერება, კომპენსაცია, დაგმობა;

ბ. მადლიერება იმ ქვეყნებისა და ხალხებისა, ვინც შეიფარა გადარჩენილი სომხები, და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყნებისა, რომლებმაც დაგმეს თურქული საშინელი დანაშაული;

გ. ვალდებულება - წმიდა მოწამეთადმი;

დ. აღორძინება დედა სამშობლოსა და არცახისა და ზოგადსომხური მიღწევებისა.

უახლოეს მომავალში ინტერნეტში განთავსდება თბილისსა და რეგიონებში ჩასატარებელი ღონისძიებების დაზუსტებული გრაფიკი.

სხდომის მუშაობა შეაჯამა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იური ვარდანიანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ხსოვნის ღონისძიებათა ფართომასშტაბიან და ყოვლისმომცველად განხორციელებას.

საქართველოს კომიტეტის მომდევნო სხდომა გაიმართება 23 მარტს, ჯავახეთში.
| : 0.0/0