სომეხთა სამოქიცულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია

2011 წლის 24 აპრილს, ХХ საუკუნის პირველი გენოციდიდან 96 წელი სრულდება – მას შემდეგ, რაც სომეხთა გენოციდის ორგანიზება მოხდა და მისი ყველაზე სისხლიანი ეტაპი განხორციელდა.

ოსმალეთის იმპერიის იმდროინდელი მთავრობის მიერ, სომეხი მოსახლეობის სრულ განადგურებაზე მიმართული ღონისძიებების გამო, 1,5 მილიონზე მეტი უდანაშაულო სომეხი ეროვნების ადამიანი დაიღუპა, როგორც მშობლიურ მიწაზე ასევე მის საზღვრებს გარეთ. ამის შედეგად, დასავლეთ სომხეთმა ათასწლეულების განმავლობაში მცხოვრები სომხური ავტოქტონური მოსახლეობა დაკარგა.

კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ეს დანაშაული კვალიფიცირებულ იქნა როგორც გენოციდი  და დაიგმო მთელი რიგი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მათ შორისაა ევროპული პარლამენტი, ევროპის საბჭო, გაეროს სამხედრო დანაშაულების კომისია, ურუგვაი, საბერძნეთი, შვეიცარია, გერმანია, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, შვედეთი, რუსეთის ფედერაცია, პოლონეთი, ლიტვა, სლოვაკეთი, კვიპროსი, არგენტინა, ვენესუელა, ჩილე, კანადა, ვატიკანი, ავსტრალია და აგრეთვე აშშ–ს 50 შტატიდან 43 შტატი.

წელს აღდგომის წმინდა დღესასწაული და სომეხთა გენოციდის დღე ერთმანეთს ემთხვევა. აქედან გამომდინარე მსოფლიო ეკლესიათა საბჭომ და ევროპის ეკლესიათა კონფერენციამ მიმართვა გაავრცელეს, სააღდგომო ლოცვებში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მოხსენიების შესახებ. აღნიშნული, ორი საერთაშორისო საეკლესიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივნებმა, ოლაფ ფიქსე ტვეიტმა და ვიორელ იონიტამ თავიანთ განცხადებებში მწუხარება გაუზიარეს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მათ ორგანიზაციებში შემავალ ეკლესიებს სთხოვეს, რომ სომეხთა გენოციდის 1,5 მილიონზე მეტი მსვერპლი  სააღდგომო მიმართვებში მოიხსენიონ. აღსანიშნავია, რომ 2005 წლის 15 აპრილს ორივე საერთაშორისო საეკლესიო ორგანიზაციამ ერთობლივი საჯარო განცხადებით, 24 აპრილი  სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღედ აღიარა.  

ჩვენ, საქართველოს სომხური წარმომავლობის მოქალაქეებს გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნის – საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ უახლოეს მომავალში აღიარებულ იქნება და დაიგმობა სომეხთა გენოციდი, რითაც ჩვენი ქვეყანა საკუთარ წვლილს შეიტანს მსგავსი დანაშაულების მომავალში ჩადენის პრევენციის მისიაში. 

წელს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად სომეხთა სამოქიცულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიისა და საქართველოს სომხურ სათვისტომოში შემავალი სხვა ორგანიზაციების მიერ ქ. თბილისში იგეგმება შემდეგი ღონისძიებების ჩატარება:

 

1.    18 აპრილი, 17.00 სთ. – ჯოვანი პერგოლეზის საყოველთაოდ ცნობილი ნაწარმოების „სტაბატ მატერ"–ის პრემიერა, სურბ გევორგის და სურბ ეჯმიაწინის ეკლესიების მგალობლების შესრულებით

მისამართი: ქ. თბილისი, სურბ ეჯმიაწინის ეკლესია, ქეთევან წამებულის გამზირი №19

 

2.    18 აპრილი, 18.00 სთ. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება, ქართულ ენაზე გამოცემული წიგნის „სომეხთა გენოციდი ოსმალეთის იმპერიაში" პრეზენტაცია

მისამართი: ქ. თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქ. №7

 

3.    22 აპრილი, 17.00 სთ. სასტუმრო „შერატონ მეტეხში"  გაიმართება კლასიკური მუსიკის საღამო, ჰაიკ მელიქიანისა (სომხეთი) და ქ. თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატურგიული თეატრის მსახიობთა შესრულებით. ასევე დაგეგმილია,  სომეხთა გენოციდის საარქივო ფოტოების და ნინო ფირცხალაიშვილის (საქართველო) გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა

მისამართი: ქ. თბილისი, თელავის ქ. №20

 

4.    23 აპრილი, 20.30 სთ. მსვლელობა ანთებული ჩირაღდნებით  სურბ გევორგის ეკლესიიდან თურქეთის საელჩომდეს

მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №35

 

5.    24 აპრილი, 11.00 სთ. აღევლინება სააღდგომო წირვა სურბ გევორგისა და სურბ ეჯმიაწინის ეკლესიებში

მისამართი: ქ. თბილისი, სამღებროს ქ.5 და ქეთევან წამებულის გამზირი №19

 

6.    24 აპრილი, 13.10 სთ.   მოსახსენიებელი პარაკლისი სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონ „ხოჯივანქში"

 

7.    24 აპრილი, 14.30 სთ. საპროტესტო დემონსტრაცია თურქეთის საელჩოსთან

მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №35

 

8.    29 აპრილი, 18.00 სთ. სასულიერო და კლასიკური მუსიკის საღამო სურბ გევორგისა და სურბ ეჯმიაწინის ეკლესიების მგალობლთა შესრულებით

მისამართი: ქ. თბილისი, სურბ ეჯმიაწინის ეკლესია, ქეთევან წამებულის გამზირი №19

 

 

გათვალისწინებულია ღონისძიებათა მონაწილეების ტნასპორტით უზრუნველყოფა.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ლევონ ჩიდილიანს  899 197825 და მიქაელ ავაქიანს – 874 444577.

 

 

სომეხთა სამოქიცულო წმინდა მართლმადიდებელი

ეკლესიის საქართველოს ეპარქიის პრეს ცენტრი

| : 0.0/0