სომხური სამოციქულო ეკლესიის მოძღვრებმა საკუთარი მრევლის წარმომადგენლებსა და მე–7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს
 5000–მდე ყუთი, ეკლესიის მოძღვრებმა ეთნიკურად სომეხ ბავშვებსა და ახალციხის მე–7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაურიგეს. პატარებმა ტკბილეული, სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები, ტანსაცმელი და სხვა სახის ნივთები ამერიკული ორგანიზაციისაგან მიიღეს. სამოციქულო ეკლესიის მოძღვრებმა მოსწავლეები დალოცეს და შეპირდნენ, რომ მსგავსი სახის საჩუქრებით ბავშვებს კვლავ გაახარებენ. პატარებისათვის საჩუქრები ამერიკიულმა ორგანიზაცია სახელწოდებით ,,სამარიტელთა საფულე”–მ გამოაგზავნა. იგი საქველოქმედო ფონდია, რომელიც რამდენიმე წლის წინ პროტესტანტულმა ეკლესიამ დააფუძნა. ორგანიზაციის წარმომადგენლები ბავშვებისათვის საჭირო და გამოსადეგ ნივთებს მთელს ამერიკაში აგროვებენ. შეფუთული საჩუქრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იგზავნება. ,,სამარიტელთა საფულე" საქართველოში მსგავს ყუთებს უკვე 5 წელია აგზავნის. სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლების განმარტებით, მსგავს საჩუქრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსწავლეებიც მიიღებენ. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ორგანიზაცია საჩუქრებს 3თვის შემდეგ კვლავ გამოაგზავნის.
| : 0.0/0