სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ და კათოლიკურმა სამყარომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა
კათოლიკურმა სამყარომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნა. ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მაცხოვრის აღდგომა საქართველოში მხოვრებმა კათოლიკე ქრისტიანებმაც იზეიმეს. ახალციხეში მდებარე კათოლიკურ სამლოცველოში სადღესასწაულო მესა გაიმართა და ღამისთევის მსახურება შესრულდა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა სომხურმა სამოციქულო ეკლესიამაც. 40 დღიანი მარხვის შემდეგ მორწმუნეებმა ეს დღე ზეიმით აღნიშნეს. სომხურ სამოციქულო ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგია შაბათ საღამოს დაიწყო. მორწმუნეები უფლის აღდგომას წირვა-ლოცვით მიეგებნენ. წირვის შემდეგ ტაძრის წინამძღვარმა ყველაზე მნიშვნელოვანი – ცეცხლის კურთხევის რიტუალი ჩაატარა. ტრადიიციის მიხედვით, ეს ადამიანებისთვის ქრისტეს მიერ მიცემული სინათლეა. საკურთხევლიდან გამობრძანებული ცეცხლი მორწმუნეებმა სახლებში წაიღეს, რაც იმას ნიშნავს რომ თავიანთ ოჯახებში მათ ქრისტეს სინათლე შეიტანეს.
| : 0.0/0