სოფელ მოხეში არსებული სადავო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა.
სოფელ მოხეში სადაო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა მშენებლები აცხადებენ, რომ დასაქმებულმა მუშებმა ერთი კვირის სამუშაოები ორ დღეში შეასრულეს, ამიტომ მათ შესვენება ითხოვეს. ზურაბ ტაბიძის განმარტებით, რამდენიმე დღეში სამშენებლო სამუსაოები განახლდება. მოხეს მაცხოვრებელების თქმით, სოფელში დღემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა ადგილობრივი მუსლიმები ირწმუნებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ სადავო შენობის რეაბილიტაცია ისევ განახლდება, აქციებს სოფელში გააგრძელებენ. მათი მტკიცებით ნაგებობა, წლების წინ მეჩეთი იყო და ამიტომ ის კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცახდება ადამიანის უფლებატა დამცველმაც გააკეთა. თამაზ ბაკურიძის თქმით, მოხეში პრობლემა სახელმწიფომ წარმოქმნა და მანვე უნდა დაარეგულიროს.

მსულიმ მოსახლეობას სიტუაციის მშვიდობანად მოგვარებისკენ საქართველოს სრულიად მუსლიმთა მუფთის მოადგილემაც მოუწოდა. მან მედიის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ მოხეში არსებული შენობის შესახებ მეჯლისზე იმსჯელებენ და სამომავლო ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ. თუმცა მუსლიმი მოსახლეობა სრულიად საქართველოს მუფთს უდობლობას უცხადებს. ისინი ამბობენ, რომ ჯემალ პაქსაძის შემოთავაზებას არ მიიღებენ, რადგან მუფთი ხელისუფლებასთანა არის გარიგებული

ამ დროისათვის მუსლიმი მოსახლეობის ერთ–ერთი მოთხვნა უკვე შესრულებულია. 23 ოქტომბერს დაახლოებით ღამის თორმეტი საათისათვის, სამმართალდამცველებმა მოხეში გამართული აქციის დროს 14–ვე დაკავებული გაათავისუფლეს. აქედან სამი პიროვნება უპირობოდ გათავისუფლდა, 11 მათგანს კი ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით 250 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ, რომელიც მათ ერთი კვირის განმავლობაში უნდა გადაიხადონ. აქციის დროს დაკავებულების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები იცავდნენ. მათი განმარტებით, მოხდება თუ არა საქმის გასაჩივრება სააპელაციო წესით, ამას 10 დღის განმავლობაში გადაწყვეტენ.

სოფელ მოხეში დაპირისპირება 22 ოქტომბერს მოხდა. ადგილობრივმა მუსლიმმა მოსახლეობამ იმ შენობის რეაბილიტაცია გააპროტესტა, რომელიც, მათი თქმით, მეჩეთი იყო. ხელისუფლებამ კი აქ ბიბლიოთეკის განთავსება გადაწყვიტა. აქციის დროს ერთ–ერთმა მონაწილემ პოლიციის ავტომობილის საქარე მინა ჩაამსხვრია, მის დაკავებას კი ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარის გამო14 ადგილობრივი დააკავეს. ამ დროისათვის, მუსლიმები შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას მოითხოვენ. სოფელში მცხოვრები მართლმადიდებლები კი მშენებლობის გაგრძელების თხოვნით გამოდიან.
| : 0.0/0