სოფელი, რომელსაც ელექტოენერგია არ მიეწოდება

21 საუკუნეში ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებულ სოფელ ფარეხას 21 წელია დენი აღარ მიეწოდება. ფარეხას ელექტრო ენერგიის არარსებობასთან ერთად სასმელი წყალიც არ მიეწოდება. ადგილობრივებს წყლის მოტანა 3 კილომეტრის მოშორებით უწევთ. ხანდაზმულებისათვის შვილებს სასმელი წყალი ქალაქიდან ან უახლოესი სოფლებიდან მოაქვთ. ფარეხას მკვიდრთა განმარტებით აღნიშნული პრობლემის გამო ადგიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას მათ მრავალჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ფარეხაში არსებულ პრობლემებზე კომენტარი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გააკეთა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის განმარებით 2013 წელს სოფელ ფარეხას მოსახლეობას წყალი ექნება. როდისთვის მოხდება 21 წლიანი პაუზის შემდეგ მოსახლეობისათვის ელექტრო ენერგიის მიწოდება სიმონ პარუნაშვილი ვერ აკონკრეტებს.

| : 0.0/0