სოფლის მეურნეობის მინისტრი სამცხე–ჯავახეთს ესტუმრა

ახალციხეში ვიზიტის ფარგლებში, უწყების პირველმა პირმა ქალაქში არსებული სოფლის მეურნეობის ლაბორატორია და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურიც მოინახულა. ოთარ დანელიას თქმით, ლაბორატორიამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ახალციხის შემდეგ ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ჩავიდა. ოთარ დანელიამ საწარმოები და კოოოპერატივები დაათვალიერა და მათი მუშაობით დაინტერესდა. უწყების პირველმა პირმა სამცხე–ჯავახეთში ვიზიტი ნინოწმინდაში დაასრულა, სადაც მან სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრი გახსნა და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები მოინახულა.