სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხეში პრიორიტეტები უკვე დასახელდა
2012 წლის "სოფლის დახმარების პროგრამისათვის” ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ პრიორიტეტების შერჩევა დაასრულა. საბოლოო ოქმები ადგილობრივ თვითმმართველობაში მუნიციპალიტეტის ყველა სოფელმა დღეს წარადგინა. სასმელი და სარწყავი წყალი, სავალი გზა, რიტუალების სახლი და სკოლამდელთა აღზრდის დაწესებულებები - გასული წლის მსგავსად, მოსახლეობა ძირითად აქცენტს ამ პრობლემების მოგვარებაზე აკეთებს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით სოფლის მოსახლეობა საკუთარი სურვილით პირველი რიგის საჭიროებებს ახმარს. არჩეული პრიორიტეტების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოები ორ კვირაში დაიწყება.
| : 0.0/0