სოზარ სუბარმა ახალციხეში დევნილებს ბინები გადასცა

ბინების გადაცემამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის კენჭისყრა ჩატარდა, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდა, ვინ რამდენოთახიან ბინას და რომელ სართულზე მიიღებდა. ახალმოსახლეებს შორის ვერ მოხვდა ახალციხეში რეგისტრირებული 40–მდე ოჯახი, რამაც უბინაოდ დარჩენილთა უკმაყოფილება გამოიწვია.
ცენტრალურ უწყებაში განმარტავენ, რომ ახალციხეში იძულებით გადაადგილებულ პირთათვისთვის კიდევ 30–მდე ბინაა განსაზღვრული. სპეციალური კომისია საცხოვრებელი ფართის დევნილებისათვის გადაცემის საკითხზე, ოჯახთა საჭიროებების მიხედვით იმსჯელებს.
რუსთაველის №113–ში მდებარე კორპუსის რეაბილიტაცია 2014 წლის აპრილის თვეში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „სენმა“ განახორციელა. პროექტის სატენდერო ღირებულებამ 763 983 ლარი შეადგინა.
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თარიღმა, სხვადასხვა მიზეზით, რამდენჯერმე გადაიწია.