სპორტის სამინისტროს თასისათვის ახალციხეში ფინალური თამაში გაიმართა
 სპორტის სამინისტროს თასისათვის რეგიონის პირველობა მინი ფეხბურთში დღეს დასრულდა. ფინალური შეხვედრა ნინოწმინდისა და ბორჯომის გუნდებს შორის გაიმართა. თამაშს უამრავი გულშემატკივრის გარდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. დაძაბული ორთაბრძოლის მიუხედავად გამარჯვება ბორჯომის გუნდმა მოიპოვა. მან მოწინააღმდეგე ანგარიშით 9 –5 დაამარცხა.სპორტის სამინისტროს თასისათვის მინი ფეხბურთში შეხვედრები სამცხე–ჯავახეთში 7 ივნისს დაიწყო. მასში მონაწილეობას რეგიონის მასშტაბით სულ 16 გუნდი იღებდა. ფინალურ შეხვედრებში კი რომელიც ახალციხეში ბოლო სამი დღის განმავლობაში იმართებოდა, ერთმანეთს რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის გუნდი დაუპირისპირდა. დღეს გამარჯვებული გუნდი სამახსოვრო თასითა და საჩუქრებით დაჯილოდოვდა. გარდა ამისა ბორჯომის „ტეხასმა" ანაკლიის საგზურიც მოიპოვა.
| : 0.0/0