სტიქია ადიგენში

ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სტიქიამ სოფელ უდის, კახარეთისა და ზაზალოს ტერიტორიები დააზიანა. განადგურდა კარტოფილის, კომბოსტოს, კიტრის, სიმინდისა და სხვა კულტურები. გარდა ამისა, დაზიანდა ხეხილის ნარგავები, მიწაზე დაცვივდა ახალი ნაყოფი. მოსახლეობა განმარტავს, რომ მსგავსი ზარალი, ამ მხარეში წინა წლებში არ მიუღიათ. სტიქიის შემდეგ ნარგავებში სეტყვის საფარი 2 სანტიმეტრს აღემატებოდა. მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრე სისტემის მოუწესრიგებლობის გამო, სეტყვის დროს მოსულმა წვიმამ საცხოვრებელი სახლები და ცხოველთა სადგომები დატბორა. ადგილობრივების განმარტებით, დაზიანებული მცენარეებისა და ხეხილის გადარჩენა შეუძლებელია. გარადა ამისა, დაგვიანებულია ბოსტნეულის ახალი ნერგების გამრავლება. დაზიანებული სასოფლო–სამეურნეო სავარგულების სანახავად, მუნიციპალიტეტის პირველი პირები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც სოფლებში იმუშავებს. დაზიანებული ტერიტორიების აღწერის შემდეგ მონაცემებ ადიგენის მუნიციპალიტეტი შეაჯამებს და მთავრობას გადასცემს. მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, მოსახლეობისათვის კომპენსაციების გადაცემა ცენტრალურ მთავრობაში უნდა გადაწყდეს. სეტყვის შედეგად სოფლებში დაზიანებული ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 40 ჰექტარია.  

| : 0.0/0