სტიქია ახალციხეში

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო სამსახურის ჯგუფები, რომლებმაც კორპუსზე დარჩენილი სახურავი გაამაგრეს და ქარისგან გადმოყრილი თუნუქის ფურცელი და ხის მასალა მოსახლეობისთვის უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს.
რუსთაველის ქუჩაზე სამუშაოები შპს „მელიზამ“ შეასრულა, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალ გამგებელს ეკუთვნის, თუმცა ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ კომპანიასთან აღარაფერი აკავშირებს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ ჟუჟუნაძის თქმით, არ იცის აღნიშნული ფირმა ვის მფლობელობაშია, თუმცა ირწმუნება, რომ წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა და შენობა უმოკლეს დროში დაიხურება.
სტიქიის გამო დღის მეორე ნახევარში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იყო ახალციხე–ახალქალაქის გზატკეცილზე. სოფელ მინაძესთან ძლიერი წვიმის გამო მდინარე ადიდდა და ლამი და ქვა ღორღი გზაზე ჩამოიტანა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკაც.
დღესვე მოძრაობა შეფერხდა სოფელ ურავლის მისასვლელ გზაზეც, სადაც უხვი ნალექის გამო კლდე ჩამოიშალა. ამ დროისათვის გზები გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.