სტუდენტები სტატუსის შეჩერების საფრთხის წინაშე
მოტყუებული სტუდენტები თუ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება– რომელიც ეჭვქვეშ დგას. საქართველოს პრეზიდენტის 866–ე ბრძანებულების მიხედვით, სტუდენტი, რომელიც 2012–13 სასწავლო წლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებს წარმატებით ჩააბარებდა, ხოლო სახელმწიფო სასწავლო გრანტს ვერ ან ნაწილობრივ მოიპოვებდა, მთავრობის დადგენილებით, მას ერთ წლიანი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ ბაკალავრიატში სწავლის საფასურს სახელმწიფო აუნაზღაურებდა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ,,სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების" შესახებ, 2012 წლის 19 სექტემბერს გამოიცა. აღნიშნული დადგენილებით სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტიდან 11–მა სტუდენტმა ისარგებლა. ისინი სახელმწიფო სავალდებულო სამსახურს 11 ოქტომბერს დაასრულებენ. შეუჩერდებათ თუ არა მათ სტუდენტის სტატუსი უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ამ დრომდე გაურკვეველია.
| : 0.0/0