ტრენინგები სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ფერმერებისათვის
კარტოფილის მოყვანის ეფექტური ტექნოლოგიების შესახებ ტრენინგ კურსები ტარდება. ადგილობრივი ფერმერები უახლეს ტექნოლოგიებსა და მოსავლიანობის ზრდის ხერხებს სასწავლო -სადემონსტრაციო ნაკვეთებში ეცნობიან. ტრენინგების სპეციალური ციკლი ფერმერებისათვის ახალციხესა და ახალქალაქში იმართება. მასში მონაწილეობას კარტოფილის მწარმოებლები იღებენ. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საააგენტოს პროექტის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის ფარგლებში 1200 ფერმერი გადამზადდა. ისინი იმ უახლოეს ტექნოლოგიებსა და მოსავლიანობის ხერხებს გაეცვნენ რომლებიც მათ მნიშვნელოვან შედეგს მოუტანს.
| : 0.0/0