ტრენინგი ბლოგების შესაქმნელად და სოციალუი მედიის პოპულარიზაცია
როგორ უნდა შექმნა ინტერნეტ სივრცეში ბლოგი, რა გზით შეიძლება იგი საინტერესო გახადო და როგორ უნდა მართო– ამ საკითხებზე ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში ტრენინგი ჩატარდა. მასში მონაწილეობა ქალაქი–ს საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის აქტიურმა წევრებმა მიიღეს. ორი დღის განმავლობაში მათ ჯერ თეორიული კურსი მოისმინეს, შემდეგ კი ბლოგების შესაქმნელად თავად დარეგისტრირდნენ. გვერდის მრავალფეროვნების შესახებ მონაწილეებმა რჩევები კომპეტენტური პირებისაგან მიიღეს. აღნიშნული ტრენინგი ამერიკული ორგანიზაციის ph international-ის ორგანიზებით ტარდება. მისი მიზანია ახალგაზრდებმა ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა სასარგებლო ინიციატივები შეასრულონ და სოციალური მედია უფრო ხშირად გამოიყენონ. ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში ტრენინგს 10 აქტიური მოსწავლე ესწრებოდა. ორგანიზატორების განმარტებით, მომავალში ისინი აქ მიღებულ ცოდნას საკუთარ კლასელებს გაუზიარებენ. მსგავსი ტრენინგენი საქართველოს ყველა რეგიონში ტარდება. მასში სხადასხავა საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან ჩართული.
| : 0.0/0