თავდასხმა სომხურ ეკლესიაზე თბილისში

აღნიშნული ინციდენტიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ, ზემოაღნიშნული მამაკაცი, დაახლოებით 50 ადამიანისაგან მობილიზებული მამაკაცთა ჯგუფით, რომელთაგან ზოგიერთი შეიარაღებულები იყო ცივი იარაღით, მიუახლოვდა ეკლესიას და დაიწყო ჩხუბი სასულიერო პირებსა და ეპარქიის თანამშრომლებთან, ამავე დროს აგინებდნენ სომხებს. ამ დროს, ეკლესიაში ნათლობის ცერემონია მიმდინარეობდა, ცერემონიის მონაწილეები ხმის გაგებაზე გავიდნენ ქუჩაში, რის შემდეგაც თავდამსხმელები მათაც დაესხნენ თავს. ნანახით შოკირებული ქალები და ბავშვები მიიმალნენ ეკლესიაში. უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარს თვალს ადევნებდნენ სოლიდურად ჩაცმულ პირთა ჯგუფი. თავდასხმის შედეგად, სასულიერო პირებმა და სომეხთა ეპარქიის თანამშრომლებმა მიიღეს სხეულის დაზიანებები, ერთ მღვდელმსახურს კი ჩამოსწყვიტეს ჯვარი და თან წაიღეს.
მოვუწოდებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს სათანადო კვალიფიკაცია მისცენ აღნიშნულ ქმედებებს და გამოიძიონ ისინი, როგორც დანაშაული, რომელიც ჩადენილია ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის საფუძველზე.
გუშინდელი ინციდენტი გარკვეულწილად სომხების წინააღმდეგ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ტირაჟირებული სიძულვილის შედეგია, ასევე, სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლისაც. მოვუწოდებთ მასმედიის საშუალებებს, თავი შეიკავონ საზოგადოებაში ანტისომხური განწყობის გავრცელებისაგან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს იერარქებს მოვუწოდებთ, საჯაროდ დაგმონ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეფუძნება ეთნიკურ და რელიგიურ სიძულვილს და იქადაგონ ქრისტიანული სიკეთე და სიყვარული.
ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს შიდა სტაბილურობასა და მრავალსაუკუნოვან ეთნოსთაშორის და რელიგიათაშორის ურთიერთობებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან აიცილოს საქართველოს საზოგადოების ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დაყოფა.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა
ეკლესიის საქართველოს ეპარქია