თავდაცვის მინისტრი ახალციხეში
ახალციხეში, რაბათის ციხეზე ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსების დასრულების ცერემონიალი გაიმართა. უმცროს ოფიცერთა, ტანკის მეთაურთა და მექანიზირებულ სპეციალისტთა მსმენელებს კურსების წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს. მათ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს.

ცერემონია ახალციხის ციხეზე 14:00 საათზე გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმაც“.

მანამდე კი მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს.
| : 0.0/0