„თავისუფალი დემოკრატების“წარმომადგენელი ახალციხეში თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ახალციხის მერიის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბერიძე განმარტავს, რომ გოგოლაძის გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" შეიტანა. მისივე თქმით, საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა კანონის ფარგლებში მოხდა.
შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგან იგი პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელია. იგი "თავისუფალი დემოკრატების" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გოგოლაძე 2014 წლის 14 ივლისს დაინიშნა.