თბილისში გაეროს წარმომადგენლობისა და თურქეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქციები გაიმართა
6 აპრილს დილით ქ.თბილისის სომხურ ეკლესია წმ. ეჯმიაწინში სირიის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის სულთა მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. იმავე დღეს საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. მანიფესტაციის დროს წაკითხულ იქნა საქართველოში მოქმედი სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა გაეროს გენერალური მდივნის სახელზე, სადაც ხელმომწერნი გაეროს თხოვნით მიმართავენ უზრუნველყონ სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და ასევე შესაბამესი შესწავლის შემდეგ დაგმონ თურქეთის რესპუბლიკის ქმედებები და საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ. გაეროს წარმომადგენლობასთან გამართული აქციის დასრულების შემდეგ გაიმართა მსვლელობა თურქეთის საელჩოს მიმართულებით, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის წინ გამართული საპროტესტო აქციით დასრულდა. თურქეთის საელჩოსთან გამართული აქციის მსვლელობისას ძირითადი ლოზუნგები იყო: „თურქეთი–კრიმინალი“, „ხელები შორს ქესაბისგან“, „თურქეთი–მკვლელი“ და სხვა. საპროტესტო აქციებში დაახხლოებით 250 კაცი მონაწილეობდა. პატივცემულ მკითხველს წარმოგიდგენთ გაეროს გენერალური მდივნის სახელზე საქართველოს სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვის ტექსტს: გაერო-ს გენერალურ მდივანს ბატონ პან გი მუნს ბატონო პან გი მუნ, უკვე მეოთხე წელია, რაც სირიის არაბულ რესპუბლიკაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რომელსაც სხვადასხვა მონაცემების თანახმად არანაკლებ 100 000 ადამიანის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეეწირა. ე.წ. სირიის კრიზისის დაწყების თანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდა ქვეყნის მოქალაქეებისა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც იბრძვიან, რომლებიც რადიკალურობის სხვა და სხვა დონის ისლამისტურ შეიარაღებულ ორგანიზაციებში არიან გაწევრიანებულები, მათ შორის ისეთებში, რომლებიც გაეროს წევრ-სახელმწიფოების მიერ აღიარებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაციები. 2014წ. 21 მარტს სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ სირიის ქალაქ ქესაბზე და მის გარშემო მდებარე რაიონებზე იყო განხორციელებული თავდასხმა. მშვიდობიან ქალაქზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ქალაქის მოსახლეობა - 2000 მეტი მშვიდობიანი ქრისტიანი მოსახლე, უმრავლესობა სომეხი ეროვნების სირიის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან, იძულებული იყვნენ საკუთარი სახლები და წლების განმავლობაში დაგროვებული სხვა ქონება მიეტოვებინათ და სირიის სხვა დასახლებულ პუნქტებში გაქცევით გადაერჩინათ თავი. შეიარაღებული ისლამისტი მებრძოლების მიერ მშვიდობიანი ქალაქ ქესაბის დაკავების შემდეგ მათ მრავალი ვანდალური ქმედება ჩაიდინეს - დაანგრიეს და გაძარცვეს ქრისტიანული საკულტო შენობა-ნაგებობები, ისევე როგორც საჯარო და კერძო სხვა დაწესებულებები(სკოლები, საავადმყოფოები, სავაჭრო ობიექტები და სხვა). მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შეგახსენოთ, რომ ქალაქ ქესაბის სომეხი ეროვნების მოსახლეობის მიმართ დევნა და ჟლეტა თურქეთის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ 1909წ. დარბევების დროს იყო დაფიქსირებული, ხოლო თურქეთის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ 1915-23წწ. სომეხთა გენოციდს სომეხი მოსახლეობით დასახლებული ქალაქ ქესაბის 5000-ზე მეტი მოსახლის სიცოცხლე შეეწირა. აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ 2014წ. 21 მარტს ქალაქ ქესაბზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელებული იყო თურქეთ-სირიის სახელმწიფო საზღვრის მხრიდან. ის ფაქტი, რომ თურქეთმა დაუშვა შეიარაღებული ტერორისტების სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა და ასევე მათ შორის ისლამისტური დაჯგუფებების მიერ გავრცელებული მრავალი სხვა მასალა მიუთითებს იმაზე, რომ თურქეთის რესპუბლიკა მშვიდობიან ქალაქზე თავდამსხმელ ისლამისტ მებრძოლებს ყველანაირ დახმარებას უწევდა. მედიაში გავრცელებული თურქეთის უმაღლესი ხელისუფლების კონფედინციალური საუბრების ჩანაწერები, ისევე როგორც თურქეთის პრემიერ მინისტრის განცხადებები და მრავალი სხვა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ გარდა ტექნიკური დახმარებისა თურქეთმა ტერორისტებს ასევე პოლიტიკური მხარდაჭერაც გამოუჩინა. ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი საქართველოს სომხური საზოგადო ორგანიზაციები, მოგიწოდებთ: ყურადღება მიაქციოთ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების ტოტალურ და უხეშ დარღვევების ფაქტებს, რომლებსაც ადგილი აქვს სირიის არაბულ რესპუბლიკაში შეიარაღებული ისლამისტური ორგანიზაციების სამხედრო ინტერვენციის შედეგად; შეისწავლოთ არსებული მტკიცებულებები მშვიდობიან ქალაქ ქესაბზე თავდამსხმელ ისლამისტ მებრძოლეების თურქეთის რესპუბლიკის მიერ გამოჩენილ ტექნიკურ და პოლიტიკურ დახმარების ფაქტზე; თურქეთის რესპუბლიკის ქმედებებს მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და სირიის არაბული რესპუბლიკის სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული გენოციდალური პოლიტიკის წარმოების გამო იქნას პასუხისმგებლობაში მიცემული. საქართველოს სომეხთა სათვისტომო სომხურ სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასთან არსებული კულტურული ცენტრი ჰაიარტუნ სამცხე –ჯავახეთის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო თბილისელ სომეხთა ასამბლეა თბილისელი სომხების კავშირი პან–სომხური ფორუმის მონაწილეთა საერთაშორისო ასოციაცია ინტერნეტ გამომცემლობა „Armenia ArtHall”
| : 0.0/0