წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება
ქალაქი ახალციხე, სოფლები დიდი და პატარა პამაჯი, ორალი და ყულალისი. დღეს მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრა სწორედ აღნიშნულ სოფლებში გამართა. ვაჯა ჩიტაშვილთან ასპინძის ქუჩის მაცხოვრებლებმა საცხოვრებელი კორპუსების წინ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გარე განათება და საფეხბურთო სტადიონის გაკეთება ითხოვეს, ქალაქ ახალციხის შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებს ეწვია და მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო, საერთო პრობლემების გარდა ადგილობრივები კანდიდატთან ინდივიდუალურ პრობლემებსაც აყენებდნენ. როგორც ვაჯა ჩიტაშვილმა განაცხადა გამარჯვების შემთხვევაში ის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს წამოჭრილ ყველა საკითხს გაითვალისწინებს და მათ მოგვარების გზებს მოძებნის. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამ დროისათვის მოსახლეობის 80 % შეხვდა. 
| : 0.0/0