თვითმართველობის კოდექსის ახალი კანონპროექტი
თვითმართველობის კოდექსის განხილვა, ქვეყნის მთავარ  საკანონმდებლო ორგანოში   დაიწყო. რეფორმას, აქტიური საზოგადოებისა თუ პოლიტიკური სუბიექტების განხილვის საგნად იქცა. არსებულ ხუთ თვითმართველ ქალაქს კიდევ შვიდი დაემატება: ახალციხე, თელავი, გორი, მცხეთა, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი–ამის შესახებ ჟურნალისტებთან სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი მელაშვილმა განაცხადა. მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხაზი, თვითმართველობის რეფორმის აუცილებლობას გაუსვა და აღნიშნა,  რომ  მსგავსი რეფორმა ბევრ ქვეყანაში სეპარატისტული ტენდენციების შესანარჩუნებლად იქნა გამოყენებული. შექმნის თუ არა, თვითმართველობის ახალი კოდექსი სეპარატიზმის საფრთხეს,  ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონებში? – ეს არის კითხვა, რომელსაც კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ხშირად სვამენ. ადგილობრივ თვითმართველობაში ამბობენ, რომ ეს უსაფუძვლო განგაშია. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე განმარტავს, რომ  თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყველა სადაო საკითხს  ცენტრალური ხელისუფლება  გადაწყვეტს,  ამიტომ  სეპარატიზმის ნიშნები  გამორიცხულია.

ადგილობრივი თვითმართველობის პირველი პირებისაგან განსხვავებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კანონპროექტი დასახვეწია. მაკა სუდაძე ამბობს, რომ თვითმართველობის კოდექსის შემუშავებას მინიმუმ 2 წელი მაინც სჭირდება, ამიტომ მისი დამტკიცების შემდეგ მოსახლეობას  პრობლემები შეექმნება. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი  არ გამორიცახავს, რომ ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში, კოდექსი სეპარატიზმს გააღვივებს. მაკა სუდაძის თვის გაუგებარია ის ფაქტიც, რომ კოდექსში ბიუჯეტი გათვალისწინებული არ არის, წლის განმავლობაში თვითმართველობები რა თანხით დაფინანსდებიან  უცნობია.

თვითმართველობის კოდექსის შესახებ ახალციხელების ნაწილმა  თითქმის არაფერი იცის.   ნაწილი ახალ  კანონპროექტს დადებითან უყურებს და მასში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ადგილობრივების ნაწილი კოდექსის  უარყოფით მხარეებზეც საუბრობენ. ახალციხელები ირწმუნებიან, რომ თვითმართველობის რეფორმამ უახლოეს მომავალში შესაძლოა  სეპარატიზმის მხრივ საფრთხეები შექმნას.

კოდექსი აქტიურად განიხილავენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც. არსამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში  აქტიურადაა ჩართული დემოკრატ მესხთა კავშირის ხელმძღვანელი. გია ანდღულაძე თვითმართველობის კოდექსის დადებით მხარეებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ახალი რეფორმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებს. სამუშაო ჯგუფის წევრი ახალციხიდან სეპარატიზმის ნიშნებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს იმ ადამიანების მიერ ატეხილი აჟიოტაჟია, ვისაც კანონპროექტი ნორმალურად წაკითხულიც არ აქვს. თვითმართველობის კოდექსის ბოლო ვარიანტის  განხილვა საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაიწყო. მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, კოდექსში მცირე ცვლილებები შევიდა.  კანონპროექტი სავარაუდოდ  იანვრის თვეში დამტკიცდება.
| : 0.0/0