უკანონო თევზჭერაზე ადიგენის გამგებლის თანაშემწე დააკავა

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე სამართალდამცავებმა 15 ივნისს დააკავეს. ზაზა ჩილინგარაშვილი მდინარე ფოცხოვზე უკანონო თევზასაჭერი მოწყობილობით თევზაობდა. ახალციხის რაიონული პროკურორის გოდერძი გოდერძიშვილის განცხადებით, დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიება დღეს შეეფარდება. თუ რა სახის სანქცია დაეკისრება გამგებლის თანაშემწეს, ინფორმაციას ,,ექო” მოგვიანებით მოგაწვდით. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველო იძიებს. ზაზა ჩილინგარაშვილი ადიგენის მუნიციპლიტეტის გამგებლის თანაშემწედ 2009 წლიდან მუშაობდა.

| : 0.0/0