ვაჯა ჩიტაშვილი მოსახლეობას შეხვდა

ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობას შეხვდა. ვაჯა ჩიტაშვილმა ადგილობრივ სამოქალაქო სექტორთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა. ადგილობრივებმა პარლამენტის წევრთან კითხვები მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, სამუშაო ადგილებზე და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით დასვეს. უმცირესობის წევრმა განაცხადა, რომ ის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს და აღნიშნულ საკითხებს პარლამენტში დააყენებს. მსგავსი ტიპის შეხვედრებს ვაჟა ჩიტაშვილი მომავალშიც გეგმავს.

| : 0.0/0