ვალეში ფერმერებს ტონობით კომბოსტო უფუჭდებათ
ვალეში მცხოვრებ მოსახლეობას სეზონზე ტონობით კომბოსტო მოყავს, მაგრამ ყოველწლიურად მოსავალი მათთვის ზარალის მომტანია, რადგანაც კომბოსტოს გაყიდვას ვერ ახერხებენ, შემდეგ კი კულტურა ფუჭდება და გადასაყრელი ხდება. კომბოსტოს კულტურას ვალელების უმეტესი ნაწილი აწარმოებს. ბოსტნეულის მოვლა ფერმერს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე მოსავლის გაყიდვით აღებული თანხა. ვალელები ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებაში ხელისუფლება უნდა ჩაერთოს და გლეხს კომბოსტოს გასაღების ბაზარი შეუქმნას. წინააღმდეგ შემთხევაში მოსახლეობა პრობლემების წინასე დგას. კომბოსტოს რეგიონში ძირითადად ვალელი ფერმერები აწარმოებენ. ისინი ბოსტნეულს მიწურებში, სარდაფებში, ან უკეთეს შემთხვევაში საწყობებში ინახავენ. სპეციალისტების განმარტებით, დაბალ ტემპერატურაზე კულტურა დაახლოებით მაისის თვემდე არ ფუჭდება. თუმცა ვალელების უმრავლესობას კომბოსტოს შესანახი შესაბამისი პირობები არ აქვს.
| : 0.0/0