ვარდანანც დღესასწაულისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი
სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიასთან არსებული კულტურის ცენტრი „ჰაიარტუნი" 9 თებერვალს, 17 საათზე გეპატიჟებათ „ვარდანანც დღესასწაულისადმი" მიძღვნილ საქველმოქმედო გალა კონცერტზე. კონცერტის პარალელურად გაიმართება საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა გადაეცემა სირიის სომეხთა დახმარების ფონდს. კონცერტში მონაწილეობენ თბილისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები და ცნობილი მომღერლები. 

კონცერტი გაიმართება «თბილისი ArtHall» დარბაზში, მისამართი: ცოტნე დადიანის ქ. 26.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის წმიდა ეჯმიაწინ სომხურ ეკლესიაში და „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრში. მისამართი: არმაზის ქუჩა №18.

ბილეთების ღირებულება არის 5, 6 და 7 ლარი. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: 2546411 ან armenian_diocese@yahoo.com
| : 0.0/0