ვარძიის გადარჩენის მიზნით გამართული კონფერენცია გურამ ოდიშარიამ გახსნა

კონფერენციაზე ქართველ მომხსენებლებთან ერთად იმყოფება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორეც. საგანგებო სტუმრის სტატუსით კი იტალიის გეოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იუნესკოს კონსულტანტი, მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდიო მარგოტინია მიწვეული.
კონფერენციაზე განხილული იქნება სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანსაც ვარძიის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობანი ძეგლის გადარჩენა წარმოადგენს.
ვარძიაში ქვათა ცვენის შეჩერებისა და მისი გადარჩენის მიზნით, სამდღიანი ვორქშოპი 7 ივლისს დაიწყო, რომელსაც ორგანიზებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უწევს.