9 აპრილის ტრაგედია ისევე როგორც მთელს საქართველოში ახალციხეშიც გაიხსენეს.
9 აპრილის ტრაგედია, ისევე როგორც მთელს საქართველოში დღეს სამცხე–ჯავახეთშიც გაიხსენეს. ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, მოსახლეობა და ახალციხის სომხური ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები ცენრალურ პარკში შეიკრიბნენ. 9 აპრილის მემორიალი მათ გვირგვინით შეამკეს, სანთლები დაანთეს და 1989 წლის აპრილის თვეში თავისუფლებისათვის მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა და ახალგაზრდა პოეტებმა დაღუპულთა მიმართ პატივისცემა ლექსებითა და სიმღერებით გამოხატეს. დღესვე მემორიალთან, ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. 
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში , საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ.
| : 0.0/0