- ახალი მთავრობა, ძველი პროგრამა26 ნოემბერს ქვეყნის ახლადარჩეულმა პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას გამოუცხადა ნდობა. ქვეყანას ახალი მთავრობა ჰყავს. როგორც ცნობილია -მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე პარლამენტი წარდგენილ „სამთავრობო პროგრამას“ განიხილავს. ანუ -განიხილავს იმ გეგმას, რომლითაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელოს მთავრობა.
პატივცემული მკითხველის ყურადღებას წარმვუდგენთ 2016-20წწ სამთავრობო პროგრამის იმ მონაკვეთს, რომელიც ეროვნული უმცირესობების მიმართ ხელისუფლების ხედვა-გეგმას ასახავს.
„...ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად განხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა. საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ექნება შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში.
განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ეფექტიანობა, გაფართოვდება წვდომა სახელმწიფო ენი... - მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტსქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატმა კი უკვე დადო ფიცი კეთილსინდისიერად შეასრულონ საქართველოს ხალხის ნდობის გამოჩენის შედეგად დაკისრებული მოვალეობები, დაიცვან ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგი.
საქართველოს კონსტიტუცია -სახელმწიფოს უზენაესი კანონია, რომელიც დეკლარირებს და გარანტირებს ქვეყნის მოქალაქეების, მიუხედავად მათი ეროვნების, რასისა და კულტურული კუთვნილობისა, სოციალურ და პოლიტიკურ თანასწორუფლებიანობის რეალიზებას. ქვეყნის კონსტიტუცია -გარანტია სახელმწიფოში აღმსარებლობის თავისუფლებისა და პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში თვითგამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახელმწიფოს უკვე 25 წელი შეუსრულდა, სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი საკითხი, დაკავშირებული ქვეყნის მოქალაქეების -სხვადასხვა ეროვნული ჯგუფების სოციალურ–პოლიტიკურ სრულყოფილ ჩართულობასთან, ინტეგრაციასთან, დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფებს შორის ჭეშმარიტ თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფასთან, ქვეყნის რეგიონებისა და სხვა სუბიექტების თანასწორუფლებიანობის საკითხები, ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხებს შორისაა და აუცი... - წაერთმევა თუ არა ვაჩიანის სკოლის საბჭოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება?საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ივნისამდე საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები უნდა გაიმართოს. სამეურვეო საბჭო, არსებული კანონმდებლობის თანახმად -ის ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია აირჩიოს სკოლის დირექტორი.
„სამეურვეო საბჭო კონკურსგავლილი დირექტორობის კანდიდატებიდან ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე“ (საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, 2 პუნქტი, მუხლი 42).
თუმცა, როგორც ირკვევა, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი სასწავლო დაწესებულებები, სადაც კანონი სრული ძალით ვერ ფუნქციონირებს.
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-გამოცემა Jnews-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სოფელ ვაჩიანის სკოლა ახალ დირექტორს ირჩევს“. სტატიაში სოფელ ვაჩიანში მდებარე სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნაზეა საუბარი. თითქოს და ჩვეულებრივი ამბავი... მაგრამ, რეგიონის რეალობა ოდნავ განსხვავდება კანონით დადგენილი წესისგან.
აღნიშნულ სტატიაში მოყვანილია ადგილობრივი რესურს ცენტრის ხელმძღვანელის,... - ელჩი იური ვარდანიანი სამცხე–ჯავახეთს ეწვევასაქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო სრულად ინფორმირებულია 23-24
აპრილს, ახალციხეში ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის მომხდარი
შელაპარაკებისა და მას მოყოლილ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლების მიერ
განხორციელებული ქმედებების შესახებ.
მომხდარი ინციდენტის სრული სურათის გასარკვევად საქართველოში სომხეთის
რესპუბლიკის საელჩომ შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.
პრობლემის დროული გადაჭრის და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის მიზნით
საელჩო ასევე კავშირი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
დაამყარა. ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე არც ერთი ახალგაზრდა
დაკავებული არ არის.
უახლოეს დროს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი იური ვარდანიანი
სამცხე–ჯავახეთს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს როგორც სომეხი
მოსახლეობის წარმომადგენლებთან ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან. - დეპუტატ პეტროსიანის მოწოდება საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი13 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დეპუტატ სამველ პეტროსიანმა 1915-23წწ სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებისა და დაგმობის მოთხოვნით წარსდგა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის საპასუხო კომენტარი მიგვანიშნებს იმაზე, რომ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხს, საქართველოში, აშკარად სხვა კონტექსტში განიხილავენ. პატივცემულ მკითხველს 13 აპრილს, პარლამენტში, პლენარული სხდომის დროს გაჟღერებულ განცხადებების სინქრონს წარვუდგენთ.
სამველ პეტროსიანი (დეპუტატი, პარტია „ერთიანი ეროვნული მოძრაობა“).
ძვირფასო კოლეგებო,
საქართველო წარმოადგენს მრავალეროვან სახელმწიფოს და ყველანი ჩვენ ვართ ერთი და იმავე ქვეყნის შვილები. უნდა ვიცხოვროთ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში. ამიტომ უნდა ავღადგინოთ ისტორიული სამართლიანობა, ის რაც 100 წლის წინ მოხდა ოსმალეთის იმპერიაში, მხედველობაში მაქვს სომეხი ერის გენოციდი.
ეს არის სომეხი ერის უდიდესი ტრავმა. გენოციდი აღიარებულია უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიერ. (ხმაური დარბაზში. ხმაურის სავარაუდო წყარო -დეპუტატი აზერ სულეიმანოვი -რედ.).
ჩვენც, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა ვაღ... - ქალაქ ახალციხის ახალი გერბი და დროშა დამტკიცდაქალაქ ახალციხის სიმბოლოები დამტკიცდა. საკრებულოს დეპუტატებმა განსახილველად გატანილ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. ახალი გერბისა და დროშის ავტორი სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძეა. ჰერალდიკის საბჭომ უპირატესობა სწორედ მის ნამუშევარს მიანიჭა და პროექტის საბოლოო დახვეწაში დაეხმარა.
„უკან მწვანე ველზე გამოსახულია ახალციხის ციხე. წინ არის ლომი, რომელიც სიძლიერის სიმბოლოა. მას ხელთ უპყრია ოქროს გასაღები. ამ გასაღებსაც თავისი დატვირთვა აქვს. არის მეწამული ფერის ჯვარი. ზუსტად ასეთი ჯვარი არის ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ქვაზე ამოტვიფრული. ეს ჯვარი ავიღე იქიდან“ – აცხადებს ქალაქის ახალი სიმბოლოების ავტორი.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის ჰერალდიკის კომისიამ, სიმბოლოების შესარჩევად კონკურსი სამჯერ გამოაცხადა. იმის გამო, რომ წარმოდგენილმა ესკიზებმა შესაბამისი კრიტერიუმები ვერ დააკამყოფილა, პირველი ორი კონკურსი ჩაიშალა.
ოთარ დანელიამ ახალციხეში სამინისტროს ლაბორატორია და სეს–ის რეგიონული სამმართველო დაათვალიერასოფლის მეურნეობის მინისტრი, სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, ახალციხეში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ესტუმრა. ოთარ დანელიამ ობიექტები დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი 2014 წელს გარემონტდა, კეთილმოეწყო ეზო, აშენდა ვაქცინების შესანახი სამაცივრე საწყობი, ავტოპარკს დაემატა 5 ახალი ავტომანქანა და 4 სპეცავტომობილი სამაცივრე დანადგარით.
რაც შეეხება ლაბორატორიას, დაწესებულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. იგი რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციაზე და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე ინტენსიურად მუშაობს.
ლაბორატორიაში დაინერგა სურსათისა და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, ხორციელდება ცხოველთა დაავადებების პირველადი და დამადასტურებელი დიაგნოსტიკა.
2015 წელს გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 345%-ით გაიზარდა. ამავე წლის იანვრიდან ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაცია მიი...21.05.2014სოფელ ფოკის 15–მდე ეთნიკურად სომეხი მოსწავლე ქართული ენის უკეთ შესწავლას ონლაინ გაკვეთილების საშუალებით შეეცდება – ამასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს სახელმწიფო ენაზე ტესტირება და ზეპირი გასაუბრება ჩაუტარდათ. ქართული ენის ცოდნის დონის მიხედვით, მათგან ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელსაც სალექციო კურსი კვირაში ორჯერ, დისტანციური სწავლების მეთოდით ჩაუტარდებათ.15 მოსწავლის შესარჩევად, 19 მაისს პროექტის ორგანიზატორებმა გასაუბრება მოაწყეს. არასამთავრობო ორგანიზაციის, სახელწოდებით, ”მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსი ფოკის ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს სახელმწიფო ენას სოფლიდან გაუსვლელად, უსასყიდლოდ დაეუფლონ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სახელწოდებით “ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში” იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. მისი წარმომადგენლების თქმით, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართული ენის შემსწავლელ კურსს ხელმისაწვდომს გახდის, რაც, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციისათვ ... »»»13.05.2014"არასაპარლამენტო ოპოზიციის" ლიდერები კახა კუკავა და მამუკა კაციტაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალქალაქს ესტუმრნენ. წევრები "არასაპარლამენტო" ოპოზიციის" პარტიული სიის და ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შეხვდნენ და მათთან ერთად სამომავლო გეგმები დასახეს. კახა კუკავა და მამუკა კაციტაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასაც შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამა გააცნეს. მასათანავე მათ ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს და არჩევნებში გამარჯვების სემთხვევაში დახმარებაც აღუთქვეს. როგორც ბლოკის ლიდერებმა განაცხადეს ახალქალაქის რაიონში მოსახლეობის განწყობა საშუალებას იძლევა ითქვას, რომ აქ ოპოზიციას და კონკრეტულად ბლოკს – "არასაპარლამენტო ოპოზიციას" ამომრჩევლის მხარდაჭერის დიდი იმედი შეიძლება ჰქონდეს. „სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ არჩევნებში სერიოზული შედეგის მიღწევისათვის“ განაცხადეს სტუმრებმა.10.05.2014შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხეში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლევონ კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გადაზიდვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს.10.05.2014ფაშიზმზე გამარჯვების 69–ე წლისთავი ახალციხეში ტრადიციულად 9 მაისის მემორიალთან აღინიშნა. აქ დილიდან შეკრების ვეტერანებს თარიღი ადგილობირივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა ხალხური სიმღერებით მიულოცეს და მემორიალი ყავილებით შეამკეს. ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 32 მეორე მსოფლიო ომის მონაწლიდან, დღეს ,,გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად მხოლოდ 5 მათგანი იმყოფებოდა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს თარიღი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულმა და ადგილობრივი თვიტმმაღტველობის წარმოამდგენლებმაც მიულოცეს. ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, 9 მასს ვეტერანებს მთავრობისა და პრემიერ–მინისტრის ერთჯერადი ფულადი დახმარება 400 ლარის ოდენობით, ხოლო დაღუპული ვეტერანების ოჯახებს 200 ლარის ოდენობით გადაეცათ. აღნიშნულ საჩუქართან ერთად დღესვე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ახალციხის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საჩუქრად 150 ლარის ოდენობით თანხა გადასცა.02.05.2014ძლიერმა ქარმა, ახალციხეში კორტავას ქუჩის 184–ნომერში მდებარე 5 სართულიან საცხოვრებელ სახლს, სახურავის ნაწილი გადახადა. შემთხვევა დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქარმა გადასახური მასალა ეზოში გადაყარა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“არ იყო კარგად გაკეთებული, ქარი შევარდა და ახადა. ფული შეჭამეს და მორჩა, გათავდა. მაგენი უნდა ჩამოახრჩო ყველა” – აცხადებს კოსტავას ქუჩის მაცხოვრებელი ჯუმბერ ყურაშვილი.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დარჩენილი სახურავის გამაგრებით სამუშაოებს ასრულებენ. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიციაც.
დაზიანებული კორპუსი მოინახულეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმაც.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მოვალეობის დროებით შემსრულებელი, მალხაზ ჟუჟუნაძე აცხადებს, რომ საგარანტიო ხელშეკრულებას 2 წლის ვადა ჰქონდა, შესაბამისად, გადახდილი სახურავი იმ ინდივიდუალურმა მეწარმემ უნდა შეაკეთოს, რომელმაც სამუშაოები განახორციელა.
აღნიშნული საცხოვრებელი სახლი 2012 წლ ... »»»18.04.2014(14 აპრილი, 1915წ. გაზეთი „სახალხო ფურცელი“ №257) ახალგაზდა ოსმალოების ოცნება.ახალგაზდა ოსმალოების გაზეთი „ტანინი“ სწერს: ოსმალეთი თავს არ გაანებებს ომს, ვიდრე რუსეთის სიძლიერე არ იქნება შემუსვრილი და რუსეთის და ოსმალეთის საზღვრად არ დაიდება კავკასიის ქედი.
(11 ივნისი, 1915წ. გაზეთი „სახალხო ფურცელი“ №304) სტამბოლიდან ჩამოსულნი ამბობენ, რომ სტამბოლში მდგომაეობა თანდათან გამწვავდა და კრიტიკულია. ჩამოახრჩვეს 23 სომეხი, რომელიც ამა წინად შეიპყრეს, მათ შორის ოსმალეთის პარლამენტის დეპუტატი ზოგრაბ–ბეიც იმყოფებოდა.
სტამბოლში სომხების დევნა გრძელდება. აუარებელი დატყვევებულია 20 სომეხი მამაკაცი და სამი ქალი სასიკვდილოთაა მისჯილი. ბურლასა და აივალში ქრისტიანებს აგრედვე ყოველდღე სდევნიან.
(23 ივლისი, 1915წ. გაზეთი „სახალხო ფურცელი“ №339) 20 ივლისი. სტამბოლში სომხების დევნამ სისტემატიური ჟლეტის ხასიათი მიიღო. განდავნა, დასჯა და საპყრობილეებში დამწყვდევა – ჩვეულებრივი მოვლენაა. სომხებს ძალ–დატანებით მრავლად აღიარებინებენ ისლამს.
(29 ივლისი, 1915წ. გაზეთი „სახალხო ფურცელი“ №344) ხუთი დღის განმავლობაში სომხებს ჟლეტდნენ ქურთები. დახოცილია 10,000 სომეხი. ... »»»17.04.2014განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დღეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნვერსიტეტის ახალციხისა და ახალქალაქის კორპუსებს ესტუმრა. იგი უმაღლეს დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და გარკვეულ დახმარებას დაპირდა. თამარ სანიკიძემ განმარტა რომ, უახლოეს მომავალში სახელმწიფო ახალქალაქში სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას 800 000 ლარით დააფინანსებს. აღნიშნული შენობის პროექტი უკვე მომზადებულია და საერთო საცხოვრებლით სარგებლობა დაახლოებით 200 სტუდენტს შეეძლება. ახალქალაქის შემდეგ მინისტრი ახალციხეს ესტუმრა. პავლე ზაზაძის საკონფერენციო დარბაზში თამარ სანიკიძემ პროფესორ–მასწავლებლებისა და სტუდენტების კითხვებს უპასუხა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი სიახლეები გააცნო. მისი თქმით, მომავალში სახელმწიფო დაფინანსებას ისეთი სპეციალობები მიიღებენ, როგორიცაა პედაგოგიკა, ვეტერინარია, აგრონომია. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი განმარტავს, რომ მინისტრის ვიზიტი უნივერსიტეტში ნაყოფიერი იყო. მერაბ ბერიძის თქმით, სტუდენტური საცხოვრებელის არსებობა ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანია და ეს ჯავახეთში უმაღლესი განათლების მიმართ დაინტერესებას გაზრდის. ,,საერთო საცხოვრებელში არა მხოლოდ ახლო სოფლები ... »»»11.04.2014შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შს მინისტრმა შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ადიგენის და ასპინძის რაიონული სამმართველოები მოინახულა. ალექსანდრე ჭიკაიძე პირადად გაეცნო თანამშრომლებს და მათი მუშაობის პირობებს, ასევე მიიღო ინფორმაცია რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. მინისტრი შსს-ს დანაყოფების თანამშრომლების მუშაობა დადებითად შეაფასა და მადლობა გადაუხადა მათ დაკისრებული მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე დაათვალიერა ასპინძაში შსს-ს მშენებარე კომპლექსური ბაზა. ბაზის მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და მის ტერიტორიაზე სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი განთავსდება.
დღის ბოლოს მინისტრი ახალციხეს ეწვია და რაიონული სამმართველო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო დაათვალიერა.
Akhaltskha.Net06.04.20146 აპრილს დილით ქ.თბილისის სომხურ ეკლესია წმ. ეჯმიაწინში სირიის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის სულთა მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. იმავე დღეს საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. მანიფესტაციის დროს წაკითხულ იქნა საქართველოში მოქმედი სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა გაეროს გენერალური მდივნის სახელზე, სადაც ხელმომწერნი გაეროს თხოვნით მიმართავენ უზრუნველყონ სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და ასევე შესაბამესი შესწავლის შემდეგ დაგმონ თურქეთის რესპუბლიკის ქმედებები და საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ. გაეროს წარმომადგენლობასთან გამართული აქციის დასრულების შემდეგ გაიმართა მსვლელობა თურქეთის საელჩოს მიმართულებით, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის წინ გამართული საპროტესტო აქციით დასრულდა. თურქეთის საელჩოსთან გამართული აქციის მსვლელობისას ძირითადი ლოზუნგები იყო: „თურქეთი–კრიმინალი“, „ხელები შორს ქესაბისგან“, „თურქეთი–მკვლელი“ და სხვა. საპროტესტო აქციებში დაახხლოებით 250 კაცი მონაწილეობდა. პატივცემულ მკითხველს წარმოგიდგენთ გაეროს გენერალური მდივნის სახელზე საქართველოს სომხუ ... »»»02.04.2014სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულმა პრემიერ მინისტრს 3 თვიანი მუშაობის შედეგი გააცნო. აკაკი მაჭუტაძემ რეგიონში არსებულ პრობლემებსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე ისაუბრა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, გუბერნატორი ძირითადად სამთავრობო პროექტებს შეეხო, რომლის მიხედვითაც მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგელბში წელს დაახლოებით 45 ათასამდე ბენეფიციარი ისარგებლებს. ამ დროისათვის 38 ათასამდე ვაუჩერი უკვე დარიგებულია, რაც მთლიანი რაოდენობის 93% შეადგენს. აკაკი მაჭუტაძე პრემიერ– მინისტრს რეგიონში გაზიფიცირების პროცესის შეჩერებასა და დასაქმების პრობლემებზეც ესაუბრა. როგორც ია გოგატიშვლი აღნიშნავს, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების პროცესი გაგრძელდება და სამუშაოები წლის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, მხარის გუბერნატორმა სამუშაო შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების შესახებაც ისაუბრა. რეგიონებში სამთვიანი მუშაობის ანგარიში პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ყველა გუბერნატორმა წარუდგინა.29.03.2014კერძოდ, „ვალეში“ თურქეთის მხრიდან კანადის მოქალაქე რ.შ. შემოვიდა, რომელსაც ხელბარგის დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი „ტრამადოლი“ აღმოაჩნდა (14,5 აბი). საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის ადიგენის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა. 10 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი „დიაზეპამი“, 20 აბინარკოტიკული საშუალება „დიფენოქსილატი“ და 10 აბი ფსევდოეფედრინის შემცველი პრეპარატი „კოლდაქსი“ აღმოჩნდა ირანის მოქალაქეა.ფ.-ის ბარგში, ხოლო ირანის მოქალაქე კ.მ.-ს მალულად 7 აბისამედიცინო პრეპარატი „კოლდაქსი“ (ფსევდოეფედრინი) და 8 აბინარკოტიკულისაშუალება „დიფენოქსილატი“ შემოჰქონდა. ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა. „სარფის“ კონტროლის ზონაში დააკავეს თურქეთის მხრიდან შემოსული ირანის მოქალაქე ზ.მ., რომლის ბარგის დათვალიერებისას მებაჯე ოფიცრებმა მედიკამენტი acetaminophen codeine 300/10 (10 აბი) აღმოაჩინეს. აღნიშნული საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატრულო პოლიციას გადაეცა.27.03.2014ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ადვოკატი, ბესიკ ბლიაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიებისა და თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს. ნუგზარ სამარჯიშვილის მტკიცებით, აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება. მისივე თქმით, პროკურატურის მხრიდან საქმის გამწვავების შემთხვევაში ბესიკ ბლიაძის ყველა ზიანის ანაზღაურების საკითხს აუცილებლად დააყენებს. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათში განმარტებულია, რომ გამოძიება თვითმართველობის ერთეულ – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების მიერ შესაძლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 2014 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ნუგზარ სამარჯიშვილის განმარტებით, გამოძიება გამგეობის ყოფილი თანამშრომლის ეკა ტატალაშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო. ადვოკატის თქმით, ეკა ტატალაშვილმა კონკურსი ვერ გაიარა და შესაძლოა განაწყენებულმა ბრძოლა ამ მეთოდებით დაიწყო. ბესიკ ბლიაძის ადვოკატის განმარტებით, დოკუმენტები, რომელიც პროკურატურაში მოხვდა და რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო, მოხვდა უკანონო გზით.23.03.2014თვითმმართველი ქალაქი და მუნიციპალიტეტებად დაყოფილი ტერიტორია – სამთავრობო გადაწყვეტილების მიხედვით, ახალციხეში, შესაძლოა, მალე ოთხი მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდეს. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელისუფლებაში კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. ახალ კანონს ეჭვის თვალით უყურებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. სამოქალაქო სექტორი კი თვლის, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება თვითმმართველობის რეფორმას აზრს უკარგავს. თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბების შემდეგ ახალციხის მუნიცპალიტეტის ტერიტორია რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულად დაიყოფა. კერძოდ აწყურის, ვალის, წყრუთისა და ურავლის, რომლის შემადგენლობაშიც მიმდებარე სოფლები შევლენ. ქალაქ ახალციხეს კი ივლიტის დასახლება, საფარის სამონასტრო კომპლექსი და სოფლები: ღრელი მინაძე და ჭაჭარაქი შეუერთდება. როგორც გამგეობაში განმარტავენ, ცენტრალური ხელისუფლებიდან დირექტივები უკვე მიიღეს, რომ პროცესი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე დასრულდეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი განმარტავს, რომ ტერიტორიული ოპტიმიზაციის დეტალები სოფლის მოსახლეობასთან მსჯელობის შემდეგ გადაწყდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მთავრობის ამ გადაწყვეტილე ... »»»22.03.2014რეგიონის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და სოციალური მდგომარეობა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვა – ეს ის 4 მიმართულებაა, რომლის მიხედვითაც მომდევნო 2014–2021 წლებში სამცხე–ჯავახეთის განვითარება მოხდება. სტრატეგია, რომლის შემუშვებაშიც მონაწილეობას 6–ვე მუნიციპალიტეტის იღებდა, სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს. მხარის განვითარების პერსპექტივებზე, სიახლეებზე, მის ძირითად მიმართულებებსა და სახელმწიფო ფონდიდან დაფიანასებულ პროექტებზე სტარტეგიის ორგანიზატორებმა იმსჯელეს. სამცხე–ჯავახეთის განვითარების სტრატეგია რეგიონული სამინისტროს კოორდინაციითა და მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა. უწყების წარმომადგენელთა განმარტებით, მსგავსი დოკუმენტის არსებობა ხელს რეგიონიში სამუშაოების სწორად წარმართვას შეუწყობს და აქ არსებულ სხვადასხვა დარგის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. იგი 8 წლიან პერიოდს მოიცავს. ამ ეტაპზე სამინისტროსა და რეგიონის წარმოამდგენლების მხრიდან 3 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშვება მიმდინარეობს.19.03.2014სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ვაკანსიებს აცხადებს . ვაკანტურია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილის, უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობები. ვაკანსიები გამოცხადებულია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში. გარდა ამისა, ვაკანტურია სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის პოზიციები. თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურში – სამსახურის უფროსის, მოადგილისა და უფროსი სპეციალისტების თანამდებობები და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურში – სამსახურის უფროსის მოადგილის, მთავარი სპეციალისტის, სპეციალისტისა და უფროსი სპეციალისტების პოზიციები. სულ 25 თანამდებობაა. შექმნილია 5 კაციანი საკონკურსო კომისიაც, რომლის თავმჯდომარე სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებული აკაკი მაჭუტაძეა. კომისიის მოადგილე კი გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ შედის. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 27 მარტია.
Social Bookmarks