ახალქალაქში გზების რეაბილიტაცია 3 მილიონ ლარზე მეტი ჯდება
ახალქალაქში 22 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს დღეს მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
პროექტების ფარგლებში ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე ასფალტო-ბეტონის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს, მოეწყო ტროტუარები და ბაზალტის ბორდიურები, მოწესრიგდა საკანალიზაციო ჭები, დაგეგმილია ასევე შიდა ეზოების მოწესრიგება და გაზონების მოწყობა.
სამუშაოებს შპს „არალი“ და შპს „ფრი ნესტატე: ახორციელებენ. პროექტები უმოკლეს ვადაში დასრულდება.
ორივე პროექტის განხორციელებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 მილიონ 70 ათასი ლარი მოხმარდება. ჯამში რეაბილიტაცია ხუთკილომეტრიანი სიგრძის გზას ჩაუტარდება. შედეგად აღნიშნული უბნების კეთილმოწყობილი გზით ქალაქში მცხოვრები 11 ათასამდე მოსახლე ისარგებლებს.