ახალქალაქში მუშები გაიფიცნენ.
ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე მომუშავეები რამდენიმე მიზეზით გაიფიცნენ. ისინი ადმინისტრაციას ხელფასების დაგვიანებასა და მუშებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. როგორც გაფიცულები აღნიშნავენ, მათ ანაზღაურება 3 თვეა არ მიუღიათ, გარდა ამისა, დირექცია სამუშაოდან მუშებს სისტემატურად ათავისუფლებს. მსგავსი შემთხვევა დღესაც დაფიქსირდა, სამუშაო 7–მა მუშამ დატოვა. აქციის მონაწილეები თანამშრომლების დაბრუნებასა და კუთვნილ ხელფასებს მოითხოვენ. ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე სულ 70–მდე ადამიანი მუშობს. აქედან 25 ქართველია, დანარჩენი კი აზერბაიჯანელი. როგორც მუშები განმარტავენ, მათ მთელი დღის განმავლობაში რთული სამუშოს შესრულება უწევთ, ამიტომ თანამშრომლების დათხოვნით საქმეზე ცუდად აისახება. რკინიგზის მშენებლობის ხელმძღვანელი სამუშოდან მუშების გათვისუფლების ფაქტს არ უარყოფს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ საკითხს კომპანია წყვეტს და ადგილობრივი დირექცია მოლოდ შემსრულებელია. ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. ახალქალაქში სამიშაოებს კომპანია ,,საგზაო კონსტრუქცია" ახორციელებს. სატრანსპორტო მაგისტრალი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს ერთმანეთთან დააკავშირებს 2015 წელს დასრულდება.