ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში ახალციხიდან მორიგი ნაკადი გავიდა. მესამე ეტაპის ფარგლებში პატრიოტთა ბანაკში 18–დან 20 წლის ასაკის 10 ახალგაზრდა გაემგზავრა. გასულ წლებთან შედარებით, მოზარდები ზღვისპირეთში ათის ნაცვლად 7 დღის განმავლობაში დარჩებიან. პატრიოტების შერჩევისას წელს აქცენტი წარჩინებულ მოსწავლეებზე გაკეთდა. შერჩევის კრიტერიუმები იყო: ინგლისური ენის ცოდნა, მიღწევები სპორტსა და ხელოვნებაში და მაღალი აკადემიური მოსწრება. გასულ წელს კი უპირატესობა სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს მიენიჭათ" . ახალციხის მუნიციპალიტეტიდან პირველი ნაკადი 1 ივნისს გაემგზავრა. შემდეგი კი 20 აგვისტოს გავა. პროგრამა 7 ოქტომბერს დასრულდება.აღნიშნული პროექტი პრეზიდენტის ინიციატივაა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.