,,ახალციხელობა 2012“
სახალხო დღესასწაული "ახალციხელობა” მეშვიდე წელია მასშტაბურად აღინიშნება. დღესასწაული ტრადიციულად 30 ივნისს, წმინდანისა და ეროვნული გმირის შალვა ახალციხელის ხსენების დღეს იმართება. საღამოს დღესასწაულმა 9 აპრილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელოვნურ ტბაზე გადაინაცვლა, რომელიც ოფიციალურად სწორედ გუშინ, 30 ივნისს გაიხსნა. დღესასწაული ახალციხელებს ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა მიულოცეს, მათთვის დუეტმა ,,ჯორჯიამ", ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, ნინო ჩხეიძემ და კიდევ სხვა ახალგაზრდა მომღერლებმა იმღერეს. ღონისძიება კულტურის სამინისრტროს ხელშეწყობით გაიმართა. საღამო ფეიერვერკით დასრულდა.