ახალციხეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ხვალიდან ეყოლება
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოში,
დღეს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარემ წევრებთან
ერთად გამგებლის
მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურები განიხილა. შეხვედრა, რომელიც ორ
საათს გაგრძელდა
მედიისთვის დახურული იყო. დღევანდელ სხდომაზე 2013 წლის ბიუჯეტის პროექტსა
და მასში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრეს, რომელიც ახლო მომავალში
დამტკიცდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ
ოლეგ სანდროშვილმა გადაცხადა
რომ , ბიუროს წევრებთან ერთად მათ ყოფილი
გამგებლის გელა დემეტრაძის განცხადებაც განიხილეს, რომელიც მან გადადგომის
შესახებ
დაწერა. ამდროისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის
საკრებულოში გამგებლობის კანდიდატურაზე 11
განაცხადია შესული. ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო მუნიციპალიტეტის
პირველი პირის მოვალეობის შემსრულებელს,
ოფიციალურად ხვალ, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებს.