ახალციხეში „აწარმოე საქართველო“– ს ფარგლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა
რეგიონში მცხოვრები მეწარმეებს, რომლებასც საკუთარი მიკრო ან მცირე ბიზნესი წამოწყება ანდა უკვე არსებულის გაფართოიება სურთ, სახელმწიფო გარკვეული თანხით დააფინანსებს. ამის შესახებ, 16 აპრილს ახალციხეში სამთავრობო პროგრამის, სახელწოდებით ,,აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია მოეწყო. ადიგენში, ასპინძასა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მოქმედმა მცირე მეწარმეებმა პროგრამის მიმიდნარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და მასში ჩართვისათვის საჭირო პირობებს გაეცნენ.
საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება, მეწარმეობის განვითარების სააგენტომ 2015 წლის 15 მარტიდან დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუკი მეწარმის მიერ შედგენილი ბიზნესგეგმა სააგენტომ დაამტკიცა, სახელმწიფო აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის დაფინანსებას გასცემს. ერთი მეწარმე სახელმწიფოსგან 5000 ლარს მიიღებს, ორი ბიზნესმენის მიერ შემდგარი ამხანაგობა 10 000 ლარს, ხოლო გაერთიანებული სამი მეწარმე 15 000 ლარით დაფინანსდება. სამივე შემთხვევაში თანამონაწილეობა 20 %–იანია.