მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილი მუსიკოსის კონცერტი გაიმართა. ახალციხელი მაყურებლისათვის შემოდგომის ტურნეს ფარგლებში დათო ევგენიძემ კვარტეტთან ერთად სცენაზე სხვადასხვა კომპოზიცია შეასრულა. სამცხე–ჯავახეთში ეს დათო ევგენიძის პირველი კონცერტი იყო. ახალციხის შემდეგ შემოდგომის ტურნეს ფარგლებში მორიგი ღონისძიება ბათუმსა და გურიაში ჩატარდება. საქართველოს რეგიონების შემდეგ იგი ტურნეს თბილისში დაამთავრებს. აღნიშნული ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.