ახალციხეში განხორციელდა ორ-დღიანი ტრეინინგ-პროგრამა თემაზე ,, ადამიანის უფლებები”
30-31 მაისს ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ჩატარდა ორ-დღიანი ტრეინინგი ადამიანის უფლებების საკითხებზე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.

ტრეინინგს ხელმძღვანელობდნენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომოსრის ოფისის წარმომადგენელი, ეროვნული პროგრამის კოორდინატორი ეკატერინე ქრისტესაშვილი, ,,ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი” ორგანიზაციის თავმჯდომარე ლია მუხაშავრია და ჟურნალისტური ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე. 


ტრეინინგ-პროგრამა მიზნად ისახავდა გაეცნოთ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ძირითადი საერთაშორისო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები,საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები. Aამ შეხვედრაზე ასევე განხილდა ადამიანის უფლებების დარღვევის რამდენიმე მაგალითი დაკავშირებული სისხლის სამართლის და მედიის წარმომადგენლების ქმედებებთან, წინ წამოიწია ასევე საქართველოს მოქალაქეების მიერ გაეროს საერთაშორისო სახელშეკრულებო ორგანოებში და ევროპის ადამიანის უგლებათა სასამართლოში წარდგენილი საქმეების განხილვის საკითხი.ამასთან ერთად მათ ილაპარაკეს მედიისა და ჯურნალისტიკის ეთიკის სტანდარტებზე.

| : 0.0/0