ახალციხეში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი მშენებლობითი სამუშაოები
ქალაქის ძველი დასახლების რაბათის ტერიტორიაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები, რომელთაგან აღსანიშნავია მუზეუმისა და ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები.ახალციხის ისტორიული ციხის რეაბილიტაციის მიზანია ქალაქი საუკეთესო ტურისტულ ზონად გადაქცევა.
ახლო მომავალში დაგეგმილია საბაგირო გზის გაყვანა, რომელიც უფრო გაუადვილებს ტურისტებს განახლებული ციხის ტერიტორიაზე მისვლა.
რამდენიმე დღეში გაიხსნება ახლად აშენებული სავაჭრო ცენტრი, რომელიც მდებარეობს თამარაშვილის ქუჩაზე, და ასევე შენდება ასპინძის ქუჩისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე სპორტ-სკოლის შენობაში.
ახალციხეში დაგეგმილია ხელოვნური ტბის განახლება, ამფითეატრისა და კაფეების მშენებლობა.