ზეთი, მაკარონი, ვერმიშელი, შაქარი , ტომატი, ხახვი, კარტოფილი – ეს და სხვა პროდუქტები ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში შეგროვდა. სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით პირველიდან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა პროდუქტი შეიძინეს. ქველმოქმედება მოსწავლეებმა ახალციხეში მცხოვრებ ადამიანებს გაუწიეს. რომელთა შორის მარტოხელა მოხუცები, მარჩენალ დაკარგულები და სოციალურად დაუცველები შედიოდნენ. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, მათ პროექტის ფარგლებში თავდაპირველად 20 ოჯახის დახმარება გადაწყვიტეს, თუმცა სკოლაში გაცილებით მეტი პროდუქტი შეგროვდა და ის 60 ადამიანზე გაანაწილეს. აღნიშნული საქველმოქმედო აქცია მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოწყეს, რომელსაც სამცხე–ჯავახეთში ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს. აქციის ორგანიზებაში მესამე სკოლის სამოქალაქო კლუბს სწორედ ახალგაზრდული ცენტრი და პედაგოგები დაეხმარნენ. მსგავს საქველმოქმედო აქციებს რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები მუდმივად აწყობენ.