2012 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილება უკვე მეექვსედ შევიდა. ბიუჟეტს 846 ათასი ლარი ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის გამო დაემატა. აღნიშნული თანხიდან დიდი ნაწილი პრივატიზაციით მიღებული შემოსავლებია. ამ ეტაპზე ბიუჯეტის რაოდენობამ 31 მლნ 400 ათასი ლარი შეადგინა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით 94 ათასი ლარით სპორტული მოედნები მოეწყობა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ხარჯები 20 ათასი ლარით გაიზარდა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ რამდენიმე ბაგა–ბაღში დამატებით 4 ჯგუფი იქმნება. ადგილობრივი შემოსავლებიდან 50 ათასი ლარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამას დაემატება, აქედან 30 ათასი ლარი ვალეში სტადიონის მშენებლობას მოხმარდება. 35 ათასი ლარით გაიზარდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევიდან შემოსული ჯარიმის თანხა და საბოლოოდ 135 ათასი ლარი შეადგინა.