ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობისათვის განაცხადი ადგილობრივ საკრებულოში კიდევ სამმა პიროვნებამ: რომან გოგოლაურმა, ნელი ღონღაძემ და რევაზ ხითარიშვილმა შეიტანეს. დღეისათვის მუნიციპალიტეტის გამგებლობისათვის 9 ადამიანი იბრძვის. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი საკრებულოს მიმდინარე კვირას უნდა დაენიშნა, თუმცა როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი განმარტავს, პროსეცი დროში კანდიდატების რიცხვა გაწელა. ახალციხის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი სავარაუდოდ მომავალ კვირაში ეყოლება.