ახალციხის ციხეში ლიტვური პროექტი ხორციელდება

განახლებული ციხის ტერიტორიაზე ლიტვური პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც რეალითი შოუს გადაღებები ხდება. პროექტის მონაწილეებს ყოველდღიურად ცხოვრება რთულ პირობებში უხდებათ. პროდიუსერების განმარტებით, რბილი საწოლის, თბილი წყლის, საკმარისი საკვებისა და სხვა პირველადი საჭიროებების გარეშე 22 მონაწილე შუა საუკუნეებში მყოფი ადამიანების ცხოვრებას იმეორებს. ისინი საკვების მოსაპოვებლად თავადვე ზრუნავენ. მალე ლიტველებს ცხვრისა და ფრინველების მოვლაც მოუწევთ.

რეალითი შოუს მონაწილეებმა არ იციან, რომელ ქვეყანაში იმყოფებიან. 12 დღის განმავლობაში მათ ციხიდან გამოსვლა ეკრძალებათ. გარდა ამისა, ისინი ოველდღიურად პროდიუსერებისგან სხვადასხვა სახის დავალებებს იღებენ, რომლის შესრულებაც ფიზიკურად უხდებათ.

სხვადასხვა ბარიერის გადასალახად გოგონა და ბიჭი წყვილში იბრძვის. დღის ბოლოს კი პროექტს ისინი ტოვებენ, რომლებსაც ნაკლებად გაუმართლათ.

პროექტის ორგანიზატორების განმარტებით, შოუ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გადაღებები კიდევ 9 დღის მანძილზე გაიმართება. საბოლოოდ, ერთმანეთს გამარჯვებული წყვილის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან. შოუს მხოლოდ ერთი გმირი ეყოლება, რომლის დაჯილდოებაც ლიტვაში მოხდება.

პროდიუსერები ამბობენ, რომ თუ პროექტმა გაამართლა, მომავალში მას სხვა ქვეყნებშიც გადაიღებენ.
| : 1.0/1