ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი დამალა სამცხე–ჯავახეთში პირველია, სადაც გაზიფიცირება დაიწყო. ბუნებრივი აირი ოგანესიანების ოჯახში პირველად მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბექაურმა აანთო. ამ დროისათვის დამალაში ბუნებრივი აირით 20 ოჯახი სარგებლობს. გაზიფიცირების სამუშაოებს შპს ,,ელენი" ახორციელებს. სოფელში გაზის გამანაწილებელი ორი თვის წინ დამონტაჟდა. დამალაში 150–მდე ოჯახი ცხოვრობს. მთლიანად სოფლის გაზიფიცირება ოქტომბრის თვეში დასრულდება, რის შემდეგაც ბუნებრივი აირის შეყვანა სხვა სოფლებშიც დაიწყება.